პალმერმა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა - ჩელსიმ ევერტონი დაამარცხა

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ჩელსიმ ევერტონს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი იხილა. ჩელსიდან თავის გამოჩენა კოულ პალმერმა და მალო გუსტომ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა, საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ამ გამარჯვების შემდეგ ლონდონელები 28 ქულით დროებით 4-ე პოზიციამდე დაწინაურდნენ, ხოლო ევერტონი 24 ქულით 8-ე ადგილზე დარჩა.


