ავტორიზაცია

პანამელი ვეტერანი ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა

პანამელი ვეტერანი ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა
თარიღი 30 Jan 2024, 10:01
პანამის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ლუის ტეხადა ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა.

41 წლის ფეხბურთელმა ვეტერანთა ლიგაში თამაშის დროს მოედანზე გონება დაკარგა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ლუის ტეხადა პანამის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2001-18 წლებში იცავდა და 108 მატჩში 43 გოლის გატანა მოახერხა. მან საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა და ვეტერანთა ლიგაში დაიწყო თამაში.