ავტორიზაცია

პანათინაიკოსი 2023 - 2024 წლების სეზონის გამარჯვებულია

პანათინაიკოსი  2023 - 2024  წლების სეზონის გამარჯვებულია
თარიღი 27 მაი 2024, 01:06
2023 - 2024 წლის ევროლიგის გათამაშება დღეს ღამე დასრულდა. სეზონი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ბევრი სურპრიზით და მოულოდნელობით.
 
დღეს საღამოს მესამე ადგილისთვის ერთმანეთს "ოლიმპიაკოსი" და "ფენერბახჩე" შეხვდნენ, თამაში მაღალ შედეგიანი და გახსნილი გამოდგა, ორივე გუნდმა შემტევი კალათბურთი აჩვენა. მატჩის საუკეთესო მექულე ალეკ პიტერსი გახდა ამერიკელი, ლიგის ერთ ერთი საუკეთესო შემტევია და არაა გასაკვირი, რომ თავი დღესაც გამოიჩინა. თეთრ წითლები მთელი მატჩი დომინირებდნენ და შეხვედრის მოგებაც მოახერხეს 87:84 "ოლიმპიაკოსმა" სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

ამ მატჩის დასრულებიდან 2 საათში, ჩემპიონატის საფინალო შეხვედრა დაიწყო, მოქმედი ჩემპიონი "რეალ მადრიდი" საბერძნეთის "პანათინაიკოს" ხვდებოდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, პირველი მეოთხედი ესპანელებმა 11 ქულით იმარჯვეს და მეორე მეოთხედის სტარტიც შესანიშნავი გამოუვიდათ, თეთრების უპირატესობა 14 ქულა იყო. ბევრს ეგონა, რომ შეხვედრა პრაქტიკულად დასრულებული იყო, მაგრამ არა "პანას" და მათ ქომაგებს "ულმ არენაზე" შეკრებილი ბერძენი გულშემატკივრები გუნდს ბოლომდე გვერდში ედგნენ და ამან დიდი წვლილი შეიტანა თამაშის დატრიალებაში.

ერგინ ატამანმა, სწორედ გადააწყო გუნდი, მეორე მეოთხედი "მწვანეება" მოიგეს. მესამე 10 წუთეული ძალიან დაბალ შედეგიან გამოდგა, რეალმა მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულა ჩაუგო თავის მეტოქეს და 8 ქულა დათმო. კულმინაცია ბოლო მეოთხედში გველოდა. კოსტას სლუკასი ფარს 100% უტევდა 6/6 და ჯამში 24 ქულა ჩააგდო.

პანათინაიკოსმა შეხვედა 80:95 მოიგო და ისტორიაში მეშვიდედ იზეიმა ევროლიგის ჩემპიონობა. ოთხთა ფინალის MVP კოსტას სლუკასი გახდა, ბერძენმა კარიერაში მეოთხედ მოახერხა ევროლიგის მოგება.