პანდევი არ ჩერდება - 38 წლის შემტევმა თავის გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

38 წლის თავდამსხმელმა გორან პანდევმა იტალიურ „ჯენოასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჩრ.მაკედონიელის ახალი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში, სულ მალე გენუეზური კლუბი შეთანხმებას ოფიციალურად დაადასტურებს.
გასულ სეზონში პანდევმა „ჯენოას“ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.
ევრო 2020-ზე პანდევმა გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.