პარი სენ-ჟერმენი 7-0 ბრესტი | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება დღევანდელ მატჩში

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში ბრესტი 7-0 დაამარცხა (ჯამში 10-0) და 1/8-ფინალში გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ქართველმა 39-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2-0 გახადა, მე-7 გოლისას კი სენი მაიულუს ასისტი გაუკეთა. პსჟ-ის მხრიდან გოლები ბრედლი ბარკოლამ, ვიტინიამ, დეზირე დუემ, ნუნუ მენდეშმა და გონსალუ რამუშმაც გაიტანეს.
კვარამ Sofascore-ისგან 9.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მოედანზე მყოფ ყველა სხვა ფეხბურთელზე უკეთესი შედეგია.
1/8-ფინალში პარიზელთა მეტოქე ლივერპული ან ბარსელონა იქნება.