ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს

პარი სენ-ჟერმენი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს
თარიღი 23 ივლ 2024, 18:46
Sky Sports-ის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი ჯეიდონ სანჩოთი სერიოზულად ინტერესდება.

ჯერჯერობით, პსჟ-ს მანჩესტერ იუნაიტედისთვის ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავს, მაგრამ ლიგა 1-ის ჩემპიონები ტრანსფერის დეტალებზე მსჯელობენ.

ინგლისელის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და დორტმუნდიც იჩენენ, მაგრამ ისინი "წითელი ეშმაკების" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ამასთან, სანჩო ერთ-ერთი პრემიერ ლიგის კლუბის რადარზეცაა.

24 წლის ფეხბურთელმა, დორტმუნდში იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ, მანჩესტერში ვარჯიში დაიწყო და გუნდთან ერთად ამერიკულ ტურნეზე გაემგზავრება.