ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენი ლივერპულის ცენტრალური მცველის ტრანსფერზე მუშაობს

პარი სენ ჟერმენი ლივერპულის ცენტრალური მცველის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 15 Feb 2025, 14:44
ზაფხულში პარი სენ ჟერმენი დაცვის გაზის გაძლიერებას გეგმავს და აღნიშნულ პოზიციაზე მთავარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

ESPN-ის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას ლივერპულის ცენტრალური მცველის, იბრაჰიმა კონატეს დამატება სურს და მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმა კონატე ლივერპულში 2021 წლიდან ირიცხება და ჩატარებულ 116 შეხვედრაში 5 გოლთან ერთად 4 ასისტი აქვს გაფორმებული. 25 წლის ფრანგს გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.