ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე გააქტიურდა

პარი სენ-ჟერმენი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე გააქტიურდა
თარიღი 26 ივლ 2024, 18:48
კატალონიის რადიოს ცნობით, პარი სენ-ჟერმენი ნიკო უილიამსის ტრანსფერის თაობაზე გააქტიურდა და ფეხბურთელს ბარსელონაზე ორჯერ მეტს სთავაზობს.

პარიზელთა მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ბილბაოს შემტევის თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს. უილიამსის გარემოცვის ზოგიერთი წევრი მას არჩევანის პსჟ-ზე შეჩერებისკენ უბიძგებს, რადგან "ბლაუგრანას" ცუდი ფინანსური მდგომარეობა აქვს.

22 წლის მოთამაშეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გავრცელებული ცნობებით, ბარსამ მის აგენტთან ყველაფერი შეათანხმა და მხოლოდ ნიკოს დასტურია დარჩენილი.

უილიამსმა გასულ სეზონში ბილბაოს რიგებში 8 გოლი და 19 ასისტი მიითვალა, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე 2 გოლი გაიტანა (მათ შორის, ფინალში, ინგლისთან).