ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის თასის გამარჯვებულია
თარიღი 25 May 2025, 02:04
საფრანგეთის თასის 2024/25 წლების სეზონი პარი სენ ჟერმენის ტრიუმფით დასრულდა — პარიზულმა გრანდმა ფინალში რემსი 3-0 დაამარცხა.

ფინალურ მატჩში სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-16 წუთზე ანგარიში ბარკოლამ გახსნა, 3 წუთში დუბლი გაიფორმა, ხოლო 43-ე წუთზე ჰაკიმმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



ხვიჩა კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე დისკომფორტი იგრძნო და სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, პსჟ მესამე ტიტულს შეუტევს — ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზელები ინტერს შეხვდებიან.