პარი სენ ჟერმენმა დონარუმას სატრანსფერო ფასი დაასახელა

პარი სენ ჟერმენი და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან და დიდი შანსია, იტალიელმა მეკარემ ზაფხულში კლუბი დატოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს 26 წლის მეკარე ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს — საქმეში რამდენიმე კლუბია.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ ჟერმენს 2021 წელს მილანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მოქმედი კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.