ავტორიზაცია

პარიზელებისთვის 2026 წელი წარმატებულად დაიწყო — პსჟ სუპერ თასის გამარჯვებულია

პარიზელებისთვის 2026 წელი წარმატებულად დაიწყო — პსჟ სუპერ თასის გამარჯვებულია
თარიღი 09 Jan 2026, 00:31
საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენი მარსელს დაუპირისპირდა და 3-2 გაიმარჯვა.

მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი იხილა, შეხვედრაში ანგარიში ოქროს ბურთის მფლობელმა, უსმან დემბელემ გახსნა, რითაც პარიზმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო, თუმცა მარსელმა მეორე ნახევარში დააქამბექა და მეისონ გრინვუდისა და უილიან პაჩოს (ს.კ.) გოლებით 87-ე წუთამდე იგებდა. ამის შემდეგ პარიზელებმა ინტენსიური პრესინგი და შეტევა დაიწყეს მეტოქის წინააღმდეგ, რასაც შედეგი მოჰყვა და გონსალო რამოშმა ანგარიში მატჩის 90+5 წუთზე გაათანაბრა.

ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა და გუნდები დამატებით დროში გადავიდნენ, სადაც გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც გამარჯვება პარი სენ-ჟერმენმა მოიპოვა და წლის პირველი ტიტული მოიგო.

გოლების ავტორები: უსმან დემბელე, მეისონ გრინვუდი (პენალტი), უილიამ პაჩო (ს.კ.), გონსალო რამოში.