პარიზელთა მორიგი გამარჯვება — როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა.
შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ოსერის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.
სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო საგოლე მოქმედებით თავის გამოჩენა და Sofascore-სგან 6.9 შეფასება დაიმსახურა.
ამ გამარჯვების შემდეგ პარიზელები 45 ქულით პირველ ადგილზე გადადიან, თუმცა მიმდინარე ტურში, ლანსი მარსელს ესტუმრება, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, ისინი პირველ ადგილს დაუბრუნდებიან.
გოლის ავტორი: ბრედლი ბარკოლა.


