პარმა და სამპდორია რაზვან ლუჩესკუს დანიშვნის ვარიანტს განიხილავენ

რუმინელმა სპეციალისტმა, რაზვან ლუჩესკუმ შესაძლოა იტალიური კლუბი ჩაიბაროს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის სპეციალისტი გასულ კვირაში მილანს ეწვია, რათა სერია ა-ს გუნდების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაემართა.
როგორც იუწყებიან, რუმინელით "პარმა" და "სამპდორია" არიან დაინტერესებულნი.
ბოლოს ლუჩესკუ არაბულ "ალ ჰილალს" ედგა სათავეში, სადაც 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე მუშაობდა.