პატრიკ ვიეირამ შეიძლება სამპდორია გაწვრთნას
"ნიცას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პატრიკ ვიეირა შეიძლება "სამპდორიას" ჩაუდგეს სათავეში.
იტალიურმა კლუბმა 45 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
ბოლოს ვიეირა "ნიცას" ედგა სათავეში, რომელსაც საიდანაც გასულ წელს გაათავისუფლეს.
იტალიის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში "სამპდორიამ" მე-9 ადგილი დაიკავა.