პაულო დიბალას გმირობა — რომამ პორტუ ევროპა ლიგას გამოთიშა

ევროპა ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში, რომში ერთმანეთს რომა და პორტუ დაუპირისპირდნენ.
დრაგაუზე გამართული პირველი შეხვედრა 1-1 დასრულდა, დღეს კი იტალიის დედაქალაქში ბევრად უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ — სამუ ომოროდიონმა ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა და ანგარიში გახსნა, მაგრამ პაულო დიბალას დუბლით "ჯალოროსი" მალევე წინ გავიდა.
მეორე ტაიმის სტარტზე სტივენ ეუსტაკიო მოედნიდან გააძევეს და პორტუგალიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 83-ე წუთზე ნიკოლო პიზილიმ რომაელთა უპირატესობა 3-მდე გაზარდა, მატჩის მიწურულს კი დევაინ რენსხის ავტოგოლით პორტუმ 1 გოლი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ გაიტანა და გავარდა — იტალიურმა გუნდმა დღეს - 3-2, ჯამში კი 4-3 იმარჯვა.