ავტორიზაცია

პედრი: ნიკო უილიამსი ბარსასთვის დიდებული შენაძენი იქნებოდა

პედრი: ნიკო უილიამსი ბარსასთვის დიდებული შენაძენი იქნებოდა
თარიღი 04 ივლ 2024, 13:31
ბარსელონას ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"ნიკო ბარსასთვის დიდებული შენაძენი იქნებოდა. ის უკვე აჩვენებს, რა შეუძლია. ვიმედოვნებ, უილიამსი შემოგვიერთდება," - უთხრა პედრიმ Mundo Deportivo-ს.

ადრე ნიკო უილიამსზე კომენტარი ლამინ იამალმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად ბარსელონაში თამაში სურს.

მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბისთვის 21 წლის შემტევის შეძენა რთული იქნება, რადგან ესპანელის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით €55 მილიონს შეადგენს და ბილბაოს ატლეტიკი მის შემცირებას არ აპირებს. "ბლაუგრანამ" ჯერ ფინანსური პრობლემები უნდა მოაგვაროს.

ნიკო უილიამსმა გასულ სეზონში ბილბაოს მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მას ევროპის ჩემპიონატზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს (ორივე საქართველოს წინააღმდეგ).