ავტორიზაცია

პედროს დაუსრულებელი მისია ბარსელონაში - რა სთხოვა ვეტერანმა ფეხბურთელმა ჩავის?

პედროს დაუსრულებელი მისია ბარსელონაში - რა სთხოვა ვეტერანმა ფეხბურთელმა ჩავის?
თარიღი 12 Jul 2024, 17:44
პედრო როდრიგესი 2008-2015 წლებში ბარსელონაში თამაშობდა, რა დროის განმავლობაშიც 321 მატჩში 99 გოლი მიითვალა.

როგორც ჩანს, პედრო პერფექციონისტია და ბარსას მაისურით მე-100 გოლის გატანაც სურს, რაც 36 წლის ფეხბურთელმა ჟერარ რომეროსთან საუბრისას აღნიშნა.

"ბარსელონასთვის 99 გოლი გავიტანე. როცა გუნდის მწვრთნელი ჩავი იყო, ვთხოვე, კლუბში მივეყვანე და ვუთხარი: "1 პენალტის დარტყმის უფლება მომეცი და შემდეგ წასვლა შემიძლია," - განაცხადა პედრომ.

პედრომ ბარსასთან ერთად 20 ტიტული მოიგო. ის ამჟამად რომის ლაციოში ასპარეზობს.