"პენალტი გაგვიტანა და ისე უხაროდა, თითქოს ევროს ფინალი იყო", - უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა რონალდუ გააკრიტიკა

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
„რონალდუ - უდიდესი ჩემპიონია, მაგრამ დროთა განმავლობაში, შეიძლება გაღიზიანებდეს.
როცა მან ჩვენს კარში პენალტი გაიტანა, ისე უხაროდა, თითქოს ევროს ფინალი იყო. ხალხი ამას დიდ ყურადღებას უთმობს.“ - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პორტუგალიასთან 0:3 დამარცხდა, თუმცა პირველი გოლი მხოლოდ 84-ე წუთზე მიიღო. რონალდუმ ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
პორტუგალიის გარდა, უნგრეთი ჯგუფში არავისთან დამარცხებულა - ფრე ითამაშა საფრანგეთთან და გერმანიასთანაც, თუმცა ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.