ავტორიზაცია

პეპ გვარდიოლა ადასტურებს: ხულიან ალვარესი გუნდს ტოვებს

პეპ გვარდიოლა ადასტურებს: ხულიან ალვარესი გუნდს ტოვებს
თარიღი 09 Aug 2024, 18:12
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ხულიან ალვარესი გუნდს ტოვებს.

"მას წასვლა სურს, ატლეტიკო კი ტოპ კლუბია, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია... ხულის წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ ის გვიყვარს და ერთად ყველაფერი მოვიგეთ. არგენტინელისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა.

გასულ სეზონში ალვარესმა ბევრი ითამაშა, ზოგ შემთხვევაში ერლინგთან ერთად, მაგრამ მესმის, რომ იყო მომენტები, როცა მას არ ვათამაშებდი. 

ხულიანმა მითხრა, რომ ახალი გამოწვევა სურს და ფიქრობს, რომ აქ მისი დრო დასრულებულია. შესაბამისად, თუ ბედნიერი არ ხარ, უფლება გაქვს, წახვიდე," - განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ატლეტიკომ ალვარესის პირადი ფრენა კვირისთვის დაგეგმა, სამედიცინო შემოწმება კი ორშაბათსაა ჩანიშნული. არგენტინელი მადრიდულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "როხიბლანკო" მის სანაცვლოდ €75 მილიონს + €20 მილიონს გადაიხდის.