ავტორიზაცია

პეპ გვარდიოლა: 'ვიმედოვნებ, ბარსელონას არ შევხვდებით'

პეპ გვარდიოლა: 'ვიმედოვნებ, ბარსელონას არ შევხვდებით'
თარიღი 14 Oct 2024, 02:11
ბარსელონას ლეგენდამ და მანჩესტერ სიტის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას არ დავუპირისპირდებით. ის სიყვარული, რომელიც ამ კლუბთან მაკავშირებს, მანადგურებს.

ბარსელონაში ბედნიერი ვიყავი - გუნდი ჩემს გულშია," - განაცხადა გვარდიოლამ.

პეპი "ბლაუგრანაში" 1990-2001 წლებში თამაშობდა, 2008-2012 წლებში კი გუნდის თავკაცი იყო.