ავტორიზაცია

პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა

პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა
თარიღი 14 დეკ 2023, 05:29
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პორტუ" საკუთარ მოედანზე "შახტარს" დაუპირისპირდა და 5:3 დაამარცხა.

პორტუგალიური გუნდის მხრიდან, ერთ-ერთ გოლის ავტორი ვეტერანი მცველი პეპე გახდა.

აღსანიშნავია, რომ პეპემ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც ამ ტურნირზე გაიტანა.

ეს რეკორდი აქამდეც პეპეს ეკუთვნოდა, მეორე ადგილს კი ტოტი იკავებდა. დღეს, პეპემ გოლის გატანა 40 წლის და 290 დღის ასაკში შეძლო.