"პერესმა დამირეკა და მკითხა, ფული გინდა თუ დიდებაო?", - ხამესმა გაიხსენა, რომ რეალის გამო ორ გუნდს უარი უთხრა

ხამეს როდრიგესმა გაიხსენა, როგორ დაარწმუნა ფლორენტინო პერესმა „რეალში“ გადასვლაში.
„პსჟ და სიტი მეძახდნენ, ორივე გუნდის შეთავაზება უფრო სარფიანი იყო, ვიდრე „რეალის“, მაგრამ მე დიდება მინდოდა და „რეალი“ ავირჩიე. „რეალზე“ დიდი არაფერია.
ფლორენტინო პერესმა დამირეკა და მითხრა: „რა უფრო გინდა, ფული თუ დიდება?“ მე მაშინვე ვუპასუხე, რომ ერთადერთი, რაც მინდა, არის დიდება. „ესეიგი, გადაწყვეტილია.“, - დაასრულა პრეზიდენტმა.
ვფიქრობ, პირველი სამი სეზონი კარგი ვიყავი, ბევრი გოლიც გავიტანე, განსაკუთრებით კარგად პირველი სეზონი ვითამაშე. სამ სეზონში, რომელიც იქ გავატარე, 40 გოლი და 42 საგოლე პასი მივითვალე. პირველ სეზონში 17 გოლი და 18 ასისტი დამიგროვდა. ნახევარმცველისთვის...
გარდა ამისა, მე მყავდა სამი თანაგუნდელი, რომლებიც სეზონში 40-40 გოლს იტანდნენ და მე თითო გოლსღა მიტოვებდნენ. ბეილს, კარიმს და კრიშტიანუს ვგულისხმობ, რომელიც საერთოდ წლიურად 65 გოლზე ადიოდა.“, - აღნიშნა ხამესმა.