ავტორიზაცია

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
თარიღი 18 May 2022, 23:59

„ბარსელონას“ 32 წლის ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაბონის ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Sport.es იტყობინება.

გაბონელი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 72 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა, ამ შედეგით ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

გაბონთან ერთად პიერ-ემერიკმა აფრიკის თასზე ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლა იყო, რომელიც გუნდმა 2012 წელს დააფიქსირეს.