პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - იოაჰიმ ლიოვი დიდი ალბათობით ყოფილ გუნდში ბრუნდება
გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, სამსახურს უბრუნდება.
გერმანული გამოცემა Haber Global-ის ინფორმაციით, ლიოვი თურქული „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება, რომელთანაც პირადი კონტრაქტის ყველანაირი დეტალი უკვე შეთანხმებული აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიოვი სტამბოლურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობისთვის, გერმანელ სპეციალისტს მწვრთნელად „ფენერბაჰჩეში“ უკვე ნამუშევარი აქვს - ის გუნდს 1998/99-წლებში წვრთნიდა.
ზოგადად ლიოვისთვის თურქეთის უმაღლეს ლიგაში მუშაობა ახალი ნამდვილად არ არის, „ფენერის“ გარდა ის ამ ქვეყანაში „ადანასპორშიც“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა.
ლიოვის უკანასკნელი სამუშაო ადგილი გერმანიის ნაკრები იყო, რომელშიც ის 15 წლის მანძილზე მუშაობდა და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატიც მოაგებინა.