ავტორიზაცია

პირლო: "სკუდეტოსთვის ბრძოლაში ინტერს ერთი უპირატესობა აქვს"

პირლო: "სკუდეტოსთვის ბრძოლაში ინტერს ერთი უპირატესობა აქვს"
თარიღი 21 თებ 2021, 22:47
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ სერია ა-ს 23-ე ტურში "კროტონესთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ერთად გავაანალიზეთ, რაც "პორტუსთან" (1:2) მატჩსი მოხდა და ვიცით, რა არ გამოგვივიდა. ხმის აწევა საჭირო არ იყო. ამის გაკეთება მაშინ შეიძლება, როცა გუნდს არ ესმის, რაში შეცდა, ნაგრამ ახლა ამ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე".

"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, სკუდეტოსთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. "კროტონეს" დამარცხება რთულია, სატურნირო ცხრილში მათმა ადგილმა არ მოგატყუოთ".

"არ ვფიქრობ, რომ სერია ა-ს მთავარი ფავორიტი "ინტერია". მისი უპირატესობა მხოლოდ იმაშია, რომ სხვა ტურნირებზე მონაწილეობას არ იღებს და კვირაში მხოლოდ ერთ მატჩს ატარებს", - ციტირებს პირლოს სიტყვებს ტურინული გრანდის ოფიციალური საიტი.