პირს მორგანი: "ვესტ ჰემი მანჩესტერ სიტის დაამარცხებს"
ცნობილ ჟურნალისტ პიერს მორგანს არ სჯერა, რომ პრემიერ ლიგის ტიტულის ბრძოლა დასრულებულია.
როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს მანჩესტერ "სიტის" "ტოტენჰემი" 2-0 დაამარცხა და ჩემპიონობის გასაფორმებლად, ბოლო ტურში "ვესტ ჰემთქნ" წარმატებული გამოსვლა სჭირდება.
მორგანის თქმით, "ქალაქელები" ფინალურ ტურში "ვესტ ჰემს" შინ ვერ დაამარცხებენ.
"ვესტ ჰემი კვირას მანჩესტერ სიტის დაამარცხებს... ამას კი დეკლან რაისის მიმართ მადლობის ნიშნად გააკეთებს", - წერს მორგანი სოციალურ ქსელში.
"არსენალი", ბოლო ტურში "ევერტონს" ეთამაშება, მიკელ არტეტას გუნდი ინგლისის ჩემპიონი იმ შემთხვევაში გახდება, თუ თავად საკუთარ შეხვედრას მოიგებს მანჩესტერ "სიტი" კი ქულებს დაკარგავს.