პირველად არსენალის ისტორიაში — არტეტას გუნდმა რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში, ლონდონის არსენალი ინტერს ესტუმრა და მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში 3-1 დაამარცხა.
მიკელ არტეტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 მატჩი მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. ცნობისთვის, ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ მანჩესტერ სიტის აქვს უკეთესი შედეგი — ზედიზედ 10 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე.
7 ტურის შემდეგ, ლიგის ზონას არსენალი უდანაკარგოდ ლიდერობს და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს. ბოლო ტურში მიკელ არტეტას გუნდი საკუთარ კედლებში კაირატს უმასპინძლებს.

