პირველად ესპანეთის ნაკრების ისტორიაში — ოიარსაბალის უნიკალური რეკორდი

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და სოსიედადის შემტევი, მიკელ ოიარსაბალი თურქეთთან მატჩში უნიკალური რეკორდის მფლობელი გახდა.
28 წლის თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ზედიზედ 9 მატჩში გოლი ან ასისტი გაიფორმა.
მიკელ ოიარსაბალის შედეგიანი სერია ერთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ნიდერლანდები ნაკრებთან დაიწყო და მას შემდეგ, მოედანს გოლის ან ასისტის გარეშე არ ტოვებს.

