ავტორიზაცია

პირველად კლუბის ისტორიაში — ტოტენჰემმა ანტირეკორდი დაამყარა

პირველად კლუბის ისტორიაში — ტოტენჰემმა ანტირეკორდი დაამყარა
თარიღი 11 Mar 2026, 10:15
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ლონდონის ტოტენჰემი ატლეტიკოს ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 5-2 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ, ტოტენჰემმა ანტირეკორდი დაამყარა — ლონდონური კლუბი ზედიზედ მე-6 შეხვედრაში დამარცხდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

ტოტენჰემის წაგებების სერია 7 თებერვალს, მანჩესტერ იუნაიტედთან დაიწყო და მას შემდეგ, კლუბმა ყველა მატჩი წააგო. ლონდონელები პრემიერ ლიგაში მე-16 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.