ავტორიზაცია

პირველად რეალის ისტორიაში — კილიან მბაპემ რეკორდი დაამყარა

პირველად რეალის ისტორიაში — კილიან მბაპემ რეკორდი დაამყარა
თარიღი 15 May 2025, 10:02
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე მალიორკას უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა და რეკორდი დაამყარა — ფრანგი შემტევი რეალის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში 40 გოლი გაიტანა.

მალიორკას დამარცხების შემდეგ, სამეფო კლუბს 78 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება. თუ დღეს კატალონიელები ესპანიოლს დაამარცხებენ, ლა ლიგის ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებენ.