ავტორიზაცია

"პირველადი ინფორმაცია მაქვს" — უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა

"პირველადი ინფორმაცია მაქვს" — უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა
თარიღი 14 Sep 2024, 21:04
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-5 ტურში უოტფორდმა ქოვენთრი მიიღო და ფრეს (1-1) დასჯერდა. შეხვედრის მიწურულს გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მე-80 წუთზე მოედანი საკაცით დატოვა. მატჩის შემდეგ, ქართველის ტრავმაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

"პირველადი ინფორმაცია კარგია — ჯერ არ მინდა წინასწარ საუბარი, თუმცა, როგორც ჩანს გიორგის წელი გაუშეშდა, რაც ცოტა საშიშია და ყოველდღე არ ხდება. როგორც ვთქვი პირველადი დაკვირვებით ყველაფერი კარგად არის და ის გასახდელში უკეთ გრძნობდა თავს" — ტომ კლევერლი.

აღნიშნულ მატჩი გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გაიფორმა და Sofascore-სგან 7,4 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.