ავტორიზაცია

პირველი კონტაქტი შედგა — ტენ ჰაგს გერმანიის ბუნდესლიგაში ეპატიჟებიან

პირველი კონტაქტი შედგა — ტენ ჰაგს გერმანიის ბუნდესლიგაში ეპატიჟებიან
თარიღი 01 May 2025, 16:38
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში ჩაბი ალონსო მადრიდის რეალს ჩაიბარებს, ლევერკუზენმა მის შეცვლაზე მუშაობა დაიწყო.

გერმანული მედიის ცნობით, ლევერკუზენის ხელმძღვანელობის მთავარი სამიზნე ერიკ ტენ ჰაგია და ნიდერლანდელ სპეციალისტთან პირველი კონტრაქტი უკვე შედგა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგს გერმანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს — 2013–2015 წლებში ის ბაიერნის მეორე გუნდში მუშაობდა. ბოლოს კი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც 2024 წლის ოქტომბერში დაითხოვეს.