ავტორიზაცია

პირველი მსურველიც გამოჩნდა - სუარესი მოლაპარაკებებს აწარმოებს

პირველი მსურველიც გამოჩნდა - სუარესი მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 26 აგვ 2020, 18:43
ურუგვაელი შესაძლოა ოკეანეს მიღმა გადაბარგდეს.

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი, მაიამის „ინტერის“ წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, იტყობინება The Independent.

გამოცემის თანახმად, ურუგვაელ ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს, მაგრამ არც აშშ-ში გადაბარგებას გამორიცხავს, თუ პირობები დააკმაყოფილებს.

როგორც გაირკვა, სუარესს „ბარსელონაში“ არანაირი მომავალი აღარ აქვს, რადგან ხელმძღვანელობა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტისთვისაც კი მზადაა.