ავტორიზაცია

პირველი ქულების მოლოდინში — საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს

პირველი ქულების მოლოდინში — საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს
თარიღი 07 Sep 2025, 09:56
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ბულგარეთს უმასპინძლებს.

პირველ ტურში, ვილი სანიოლის გუნდმა დინამო არენაზე თურქეთი მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში 2-3 დამარცხდა, ბულგარელებმა კი ესპანეთთან უშანსოდ, 0-3 წააგეს.

საქართველოს და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების ბოლოს ერთმანეთს 2022 წელს ერთა ლიგაზე შეხვდნენ — თბილისში გამართული მატჩი 0-0 დასრულდა, ხოლო ბულგარეთში საქართველომ 5-2 მოიგო.

ისტორიაში კი ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს სულ 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 შეხვედრა საქართველომ მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 4-ჯერ გამარჯვება ბულგარელ ფეხბურთელებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრები სავარაუდო თერთეტეული დღევანდელ მატჩში (4-3-3)

მეკარე: მამარდაშვილი

მცველები: კაკაბაძე, კაშია, გოგლიჩიძე, აზაროვი

ნახევარმცველები: მექვაბიშვილი, გაგნიძე, ქოჩორაშვილი

თავდამსხმელები: დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოს და ბულგარეთს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს, დინამო არენზე გაიმართება და სტარტს 17 საათზე აიღებს.