პირველი სამი ქულა ჯგუფში - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
შეხვედრა თავიდანვე ქართველთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი ნიკა გაგნიძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა (44'). საბოლოო ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ 65-ე წუთზე დააფიქსირა.
შემდეგი ორი მატჩი ოქტომბერში გაიმართება — გასვლით შეხვედრებში საქართველო ესპანეთსა და თურქეთს დაუპირისპირდება.