პირველი შეთავაზება გაგზავნილია — მილანი ბარსელონას ფეხბურთელით დაინტერესდა

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანი ბარსელონას ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.
El Nacional-ის ცნობით, როსონერის ხელმძღვანელობას ფრენკი დე იონგის დამატება სურს და ბარსელონას წინადადებით უკვე მიმართეს.
მილანის პირველი შეთავაზება 25 მილიონი + 10 მილიონი ბონუსები იყო, რაც კატალონიურმა კლუბმა დაბლოკა და ტრანსფერისთვის 45 მილიონი ევრო მოითხოვა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და დიდი შანსია, როსონერიმ მეორე შეთავაზება მოამზადოს.