ავტორიზაცია

"პირველი ტაიმის კარგად ჩავატარეთ, მეორეზე კი ვერაფერს ვიტყვი" — ანტონიო კონტე

"პირველი ტაიმის კარგად ჩავატარეთ, მეორეზე კი ვერაფერს ვიტყვი" — ანტონიო კონტე
თარიღი 22 Oct 2025, 10:45
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ნაპოლი პსვ-ს ესტუმრა და 6-2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთმელმა, ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან დამწუხრებულები ვარ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გასულ სეზონში ძალიან მცირე რესურსით წარმოუდგენელი შევძელით და ქვეყნის ჩემპიონები გავხდით."

"იმის შემდეგ, ნაპოლიმ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი პრობლემაც იმაშია, რომ გვყავს 9 ახალი სახე, შესაბამისად 9 ახალი ტვინი, რომელთა ერთ იდეოლოგიამდე დაყვანა მარტივი არ არის, მითუმეტეს, ევროპულ ტურნირებზე. პირველი ტაიმის კარგად ჩავატარეთ, მეორეზე კი ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, როცა 6:2 აგებ, ყველაფერი მწვრთნელის ბრალია" — ანტონიო კონტე.