ავტორიზაცია

პირველივე ბრძოლაში მარცხის მიუხედავად, გიორგი მელია ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პირველივე ბრძოლაში მარცხის მიუხედავად, გიორგი მელია ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
თარიღი 02 Aug 2021, 18:01

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი, გიორგი მელია, ხვალ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედლისთვის, რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

მელია პირველივე ბრძოლაში პირველ ნომერ რუს მუსა ევლოევთან დამარცხდა.

თუმცა, ევლოევმა ფინალამდე მისვლა მოახერხა, რამაც მელიას რეპეშაჟში გადასვლის და ბრინჯაოსთვის ბრძოლის საშუალება მისცა.

მესამე ადგილის დასაკავებლად გიორგი მელიას 2 დაპირისპირების მოგება დასჭირდება, ბრძოლები ხვალ, 3 აგვისტოს გაიმართება.

ამ დრომდე ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველო საერთო ჩათვლაში 27-ე ადგილს იკავებს. ჩვენს ანგარიშზე ჯამურად 6 მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ოქრო ლაშა ბექაურმა მოგვიტანა, ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაო კი - ანტონ პლესნოიმ.