ავტორიზაცია

პოჩეტინო ჩელსის ცუდი თამაშის მიზეზებზე საუბრობს

პოჩეტინო ჩელსის ცუდი თამაშის მიზეზებზე საუბრობს
თარიღი 25 დეკ 2023, 00:33
პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსიმ" მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და "ვულვზისთან" 1:2 დამარცდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი არისტოკრატების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

"დღეს რომ ვერ მოვიგეთ, ჩვენივე შეცდომების ბრალია - პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმის პირველ ხუთ წუთში არ ვიბრძოლეთ, კონცეტრაცია დავკარგეთ და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

არ მინდა, ვულვზს მოგება და კარგი თამაში დავუკარგო, მაგრამ ვფიქრობ, ეს მარცხი ჩვენი ბრალი უფროა", - განაცხადა პოჩეტინომ.