ავტორიზაცია

პოჩეტინო: "ვდომინირებთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ რეალიზაციამ გვიმტყუნა"

პოჩეტინო: "ვდომინირებთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ რეალიზაციამ გვიმტყუნა"
თარიღი 02 Sep 2023, 22:59
მაურისიო პოჩეტინოს თქმით, „ჩელსიმ“ „ნოტინგემთან“ მარცხი არ დაიმსახურა.

ეპლ-ს მე-4 ტურში ლონდონური კლუბი შინ 0:1 დამარცხდა.

„მიდის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. ვფიქრობ, დღევანდელ მატჩში ვდომინირებდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მეტოქის საჯარიმოსთან რეალიზაციამ გვიმტყუნა.

უნდა მოვუმატოთ, თუ გამარჯვებები გვინდა. დღეს, შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ.

ახლა არა იმედგაცრუებულები, არამედ დამწუხრებულები ვართ, რადგან კარგ რეალიზაციას იღბალიც სჭირდება.

არ მინდა „ნოტინგემი“ დავაკნინო. უბრალოდ, ჩვენ სწორი ქმედებები დაგვაკლდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.“, - აღნიშნა „ჩელსის“ მწვრთნელმა.