ავტორიზაცია

პოგბა მეგობრებს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს — საქმის დეტალები ცნობილია

პოგბა მეგობრებს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს — საქმის დეტალები ცნობილია
თარიღი 26 Nov 2024, 12:31
ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველი, პოლ პოგბა უახლოეს დღეებში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს.

31 წლის ფრანგი ფეხბურთელს უკვე 1 წელზე მეტია დოპინგის გამო თამაში აკრძალული აქვს და მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ მარტში შეძლებს.

საფეხბურთო სკანდალის გარდა, პოგბა კიდევ ერთ უსიამოვნებაში გაეხვა — ის ყოფილ მეგობრებს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს და შესაძლოა სასამართლოშიც კი უჩივლოს.

lequipe-მა აღნიშნული საქმის დეტალები გაარკვია, რომელიც რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება:

— 2019 წელს, პოგბას სამმა ბავშვობის მეგობარმა 150 ათასი ევრო გამოართვა სწრაფი კვების ობიექტის გასახსნელად, რომელიც არამიზნობრივად დახარჯეს
— 2021 წელს, მათ უკვე რამდენიმე მილიონი ევრო მოსთხოვეს პოგბას უძრავის ქონების ბიზნესის დასაწყებად. საბოლოოდ, ფეხბურთელმა თითოეულს 300 ათასი ევრო გადაურიცხა
— ბოლოს, ერთ-ერთმა მეგობარმა პოგბას საკრედიტო ბარათებიდან 200 ათასი მიითვისა და დაბრუნებაზე უარს აცხადებს

აღნიშნული ეპიზოდების გამო, პოლ პოგბამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.