ავტორიზაცია

პოგბა შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდეს

პოგბა შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდეს
თარიღი 25 Oct 2024, 13:26
ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას საუდის არაბეთის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება შეუძლია, ამის შესახებ Teamtalk-ი იუწყება. 

წყაროს ცნობით, "იუვენტუსის" ნახევარმცველის დამატებით "ალ-ნასრი" ინტერესდება. 

საუდის არაბეთის კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა პოგბას  სარფიანი შეთავაზება გაუკეთოს. 

შეგახსენებთ, რომ პოგბა 4 წლით დისკვალიფიცირებული იყო. ოქტომბრის პირველ ნახევარში CAS-მა ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის ვადა 18 თვემდე შეამცირა. ამრიგად, ფრანგს მოედანზე დაბრუნება მომავალი წლის მარტში შეუძლია.