ავტორიზაცია

პოლ ჯორჯის ახალი გამოწვევა

პოლ ჯორჯის ახალი გამოწვევა
თარიღი 25 ივნ 2024, 13:28
როგორც მოგეხსენებათ, კლეი ტომპსონი გოლდენ სტეიტს ტოვებს, ''მეომრების'' მსროლელი რომელმაც მთელი კარიერა სტეფ კარის გვერდზე გაატარა, მზადაა ცვლილებებისთვის. ტომპსონის დამატება ორ გუნდს სურს, ესენი არიან ორლანდო მეჯიქი და ფილადელფია. ამ წუთისთვის ფავორიტის დასახელება რთულია ეს ყველაფერი დიდი ალბათობით თვის ბოლოს გაირკვევა. 

სტივ კერის გუნდი, კლეის შემცვლელის ძიებას იწყებს და თავისუფალი აგენტების ბაზარზე აპირებ აქტიურობას. რამდენიმე დღის წინ, გაიჟღერა პოლ ჯორჯის სახელმა. ჯორჯის სურვილია, რომ დატოვოს ლოს ანჯელეს კლიპერსი, რადგან მისი აზრით, მისი და კავაი ლეონარდის დუეტი ვერ მიაღწევს წარმატებას და დიდი შანსია, რომ პოლ ჯორჯი და სტეფ კარი გაერთიანდნენ. მართლაც საინტერესო იქნება ორი ასეთი სუპერ შემტევის ხილვა ერთ გუნდში. ჯორჯი თითქოს ის საჭირო დეტალი, რომელსაც გოდლენ სტეიტი ეძებს და კლეი ტომპსონის წასვლა შესაძლო გუნდს არც კი დაეტყოს თუ გოლდენი დაითანხმებს პოლ ჯორჯს. ჯორჯის მოთხოვნა მარტივია მაქსიმალური კონტრაქტი, რომელიც იქნება გათვლილი 4 წელიწადზე და მისი ანაზღაურება 210 მილიონი დოლარი იქნება.