ავტორიზაცია

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მანჩესტერთან გამარჯვების შემდეგ 11 წლის შვილი სასტუმროში დატოვა, თავად კი დასალევად გაეშურა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მანჩესტერთან გამარჯვების შემდეგ 11 წლის შვილი სასტუმროში დატოვა, თავად კი დასალევად გაეშურა
თარიღი 06 Feb 2022, 11:10

სტეტფორდის პოლიციამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სათასო მატჩის შემდეგ „მიდლსბროს“ გულშემატკივრის დაკავების შესახებ განაცხადა.

შეხვედრა ინგლისის თასის მე-4 ტურში გაიმართა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, გამარჯვება კი აუთსაიდერმა პენალტების სერიაში 8:7 მოიპოვა.

მამაკაცი პოლიციამ დააკავა იმის გამო, რომ მატჩის შემდეგ მან თავისი 11 წლის შვილი სასტუმროში დატოვა, თავად კი დასალევად და გამარჯვების აღსანიშნავად გაეშურა.

პოლიციის თანამშრომლებს ბავშვთან მოუწიათ დარჩენა და მასზე ზრუნვა იქამდე, სანამ მისი დედა არ გამოცხადდა.

ცნობისთვის, რომ დამოკიდებულ პირზე საკუთარი მოვალეობების არშესრულება მათზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად მოიაზრება.