პორტუგალიამ გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის 1/2 ფინალში, გერმანიამ ალიანს არენაზე პორტუგალია მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 48-ე წუთზე გახსნეს — თავი ვირცმა გამოიჩინა. 63-ე და 68-ე წუთებზე კონსეისაუმ და რონალდუმ აიღეს გერმანიის კარი და პორტუგალიამ ფინალის საგზური მოიპოვა.
ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის მეტოქე დღეს, შტუტგარტში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს ესპანეთის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე აიღებს სტარტს.