პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჩემპიონია

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ტრიუმფით დასრულდა.
ფინალური დაპირისპირება სადაც ერთმანეთს პორტუგალიის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ დრამატული გამოდგა და პენალტების სერიაში გამარჯვება რობერტო მარტინესის გუნდს დარჩა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. პორტუგალიის ნაკრებიდან გოლები მენდეშმა და რონალდუმ გაიტანეს, ხოლო ესპანეთიდან თავი ზუბიმენდიმ და ოიარზაბალმა გამოიჩინეს. თერთმეტმეტრიანებში კი პორტუგალიამ 5-3 იმარჯვა.