ავტორიზაცია

პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ფერნანდუ სანტუში ევროპულ ნაკრებში ინიშნება - ფაბრიციო რომანო

პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ფერნანდუ სანტუში ევროპულ ნაკრებში ინიშნება - ფაბრიციო რომანო
თარიღი 24 Jan 2023, 00:05
ფერნანდუ სანტუში, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრები დატოვა, პოლონეთის ნაკრებს ჩაიბარებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების ექს-მწვრთნელმა პოლონეთის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტის ყველანაირი დეტალი შეათანხმა.

მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ფინალურ სტადიაზე იმყოფება და სავარაუდოდ, სანტუში კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გააფორმებს. ოფიციალურად ყველაფერი უკვე დღეს, 24 იანვარს უნდა დადასტურდეს. 

შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე პოლონეთის ნაკრები ჩესლავ მიხნევიჩმა გაიყვანა, თუმცა პლეიოფში გასვლის მიუხედავად, ის თანამდებობიდან დაითხოვეს.

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს რვა წლის მანძილზე წვრთნიდა და გუნდს ევრო 2016 და 2019 წელს ერთა ლიგა მოაგებინა.