ავტორიზაცია

პორტუს სარეკორდო ტრანსფერი - ალ ნასრში რონალდუს პორტუგალიელი მიუყვანეს

პორტუს სარეკორდო ტრანსფერი - ალ ნასრში რონალდუს პორტუგალიელი მიუყვანეს
თარიღი 22 აგვ 2023, 22:52
ოტავიოს გაყიდვა „პორტუსთვის“ სარეკორდო გახდა.

პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუსთან „ალ ნასრში“ გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელში საუდის არაბეთის კლუბმა 60 მილიონი ევრო გადაიხადა, ბონუსების გათვალისწინებით.

აქამდე, „პორტუს“ ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა ედერ მილიტაო იყო, რომელიც „რეალმა“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა.