"პოზიტივზე საუბარი გამიჭირდება" - სანიოლმა ესპანეთთან მატჩი შეაფასა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ესპანეთი სხვა პლანეტაზეა. მაგალითად ავიღოთ პედრი, რომელიც საოცრად ელეგანტური ნახევარმცველია და როცა ის გუნდში გყავს, ყველაფერი მარტივია.
პოზიტივზე საუბარი გამიჭირდება, გაგვიმართლა, რომ 2:0 წავაგეთ, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე დღეში თურქეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და უნდა მოვემზადოთ.
ჩვენი მიზანია, რომ ძალები აღვიდგინოთ და თურქეთთან სულ სხვა განწყობით ვითამაშოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ,” - განაცხადა სანიოლმა.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 ოქტომბერსაა ჩანიშნული.