ავტორიზაცია

პრემიერ ლიგაში მამარდაშვილის დებიუტი შედგა — როგორი შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ?

პრემიერ ლიგაში მამარდაშვილის დებიუტი შედგა — როგორი შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ?
თარიღი 04 Oct 2025, 22:48
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში, ლონდონის ჩელსიმ საკუთარ კედლებში ლივერპული მიიღო და მეტოქე 2-1 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, კაისედომ გახსნა. 63-ე წუთზე, გაკპომ გაათანაბრა, ხოლო 95-ე წუთზე ესტევაომ აიღო ლივერპულის კარი და ჩელსიმ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

აღნიშნულ შეხვედრაში პრემიერ ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, 4 სეივი გაიფორმა და Sofascore-სგან 6,7 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.